www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: T&R Distribution
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

სს "თ & რ დისტრიბუშენ" წარმოადგენს მსხვილ სადისტრიბუციო ქსელს, რომელიც მრავალი წელია დამკვიდრებულია ბაზარზე და მუდმივად ვითარდება.

სს "თ & რ დისტრიბუშენ" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის (აჭარა) პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი
დასვენების დღე: კვირა
სამუშაო ადგილი: ბათუმი, აჭარის რეგიონი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების პროცესის ორგანიზება და წარმოება;
** არსებულ და პოტენციური კლიენტებთან კონტაქტის დამყარება, მოლაპარაკება და შეკვეთის მიღება;
** არსებული სავაჭრო წერტილების ოპტიმალური ათვისებისა და პარტნიორი ობიექტების მაჩვენებლის მუდმივ ზრდაზე ზრუნვა;
** პროდუქციის დროულად მიწოდების კონტროლი;
** კომპანიის გაყიდვების პოლიტიკის გათვალისწინებით, კლიენტების პროდუქციით დაინტერესება;
** გაყიდვების მაჩვენებლის მუდმივი ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
** კლიენტებისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულების თანხების ამოღების კონტროლი, უშუალოდ თანხების ამოღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სადისტრიბუციო ქსელის აწყობა;
** პროდუქციის დატვირთვა და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტზე შეკვეთის მიღება, გამზადება და ობიექტში შეტანა;
** ახალი ობიექტების მოძიება;
** სატრანსპორტო საშუალებების წესრიგზე ზრუნვა;
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** მართვის მოწმობა, B კატეგორია, მექანიკა.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** მოტივირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საპენსიო შენატანის დაფინანსებას;
** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურსა და კომპეტენტურ, მზარდ ანაზღაურებას;
** მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას, ტრეინინგებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე hr@trd.ge და დასახელებაში მიუთითეთ "დისტრიბუტორი (აჭარა)".

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის აპლიკაცია/CV/რეზიუმე და სხვ., რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემს სს "თ&რ დისტრიბუშენის" მიერ შეგროვდება, დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ხელმძღვანელობით. აღნიშნული მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ამასთანავე, კანდიდატი აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ პოტენციური დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს და გადასცეს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, როგორც დამსაქმებლის მმართველ სს "თ&რ დისტრიბუშენის" სამეთვალყურეო საბჭოს, შვილობილს თუ მესამე მხარეს, არსებული შრომითი ურთიერთობის ეფექტურად და მხარეთათვის ურთიერთ სასარგებლოდ განხორციელების მიზნით. კანდიდატი ასევე აცხადებს თანხმობას, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არ დადგომის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია კანდიდატის არ დასაქმების შემთხვევაში 1 (ერთი) წლის განმავლობაში შეინახოს და დაამუშაოს ინფორმაცია იმავე მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც მოხდა აღნიშნული მონაცემების მოპოვება. ასევე კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ სს "თ&რ დისტრიბუშენს" გადაეცეს მონაცემი ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლისგან (მათ შორის, საჯარო, კერძო, ფიზიკური პირი და ა.შ.). დასაქმების კანდიდატი აცნობიერებს, რომ წინამდებარე თანხმობის გაცემით სს "თ&რ დისტრიბუშენ" არ იღებს რაიმე ვალდებულებას თანხმობის გამცემის მიმართ. მათ შორის, სს "თ&რ დისტრიბუშენ" არ არის ვალდებული გააფორმოს დასაქმების კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება. კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი უფლებამოსილია ა) მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ არსებულ მონაცემებზე; ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდები:
http://www.trd.ge LinkedIn Facebook

სს "თ&რ დისტრიბუშენ" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |