www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ცენტრი TIR2
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

"ცენტრი TIR2" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა და კონტროლი (პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით);
** საბუღალტრო აღრიცხვის და საბანკო ოპერაციების წარმოება;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია;
** რეპორტების და საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** ორგანიზაციის წარმომადგენლობა საგადასახადო და აუდიტორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკაში, ფინანსებში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა, სიახლეებისა და ცვლილებების დროულად მოპოვების უნარი;
** Fina და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** RS.GE მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური/რუსული) მაღალ დონეზე ცოდნა;
** გამოცდილება არაკომერციულ სექტორში ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** დისტანციური რეჟიმი;
** სრული განაკვეთი;
** სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით.

აპლიკაციის პროცესი:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: centretir@gmail.com, kakabadze@gmail.com და წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება (ბუღალტერი). ორგანიზაცია შესაფერის კანდიდატს დაჩქარებული წესით ეძებს, ამიტომ განაცხადები მიღებისთანავე განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |