www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: თუდუ
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

კომპანია "თუდუ" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

შპს "თუდუ" არის სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც თბილისის მაშტაბით მომხმარებლებს სთავაზობს საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლებისა და ოფისებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა მომსახურებას. 2021 წლის სექტემბრიდან შპს "თუდუ"-მ დაიწყო კორპუსის მობინადრეებისთვის სადარბაზოს კარის ჩამკეტი სისტემების და დასუფთავების შეთავაზება. ჩვენ ვცდილობთ თქვენი ყოველდღიურობა გავხადოთ უფრო უსაფრთხო და კომფორტული.

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების, შედარების აქტები) მომზადება და მოწესრიგება;
** ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება საბუღალტრო პროგრამაში;
** დებიტორების და კრედიტორების ანგარიშის კონტროლი;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული მიმართულებით;
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა,
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე არანაკლებ 1 წელი
** სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოსთან მარტივად ადაპტირების უნარი;
** გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00;
** ანაზღაურება: 800-1000

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მეილზე: Info@2do.ge და სათაური ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "უმცროსი ბუღალტერი"

გაცნობებ, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, შენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |