www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდის მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბიდიო
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

კომპანია BDO აცხადებს ვაკანსიას ბრენდის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

BDO არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 167 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 - 18:00, ორშაბათი - პარასკევი

ფუნქცია/მოვალეობები:

** კომპანიის ღონისძიებების დაგეგმვაში ჩართულობა
** კატალოგური ინფორმაციის მოძიება
** მონაცემთა ბაზების დამუშავება
** ვენდორებთან კომუნიკაცია
** კრეატიული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა
** მარკეტინგული მასალებისთვის კონტენტის შექმნა
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება მარკეტინგის/ ბიზნესის ადმინისტრირების/ სოციალური მეცნიერებების კუთხით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში
** პროგრამებთან - Adobe Indesign/Adobe Illustrator/Photoshop მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS. Word, MS. Excel, MS. PowerPoint);
** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** სწრაფი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი მისამართზე hr@bdo.ge და გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "ბრენდის მხარდაჭერის სპეციალისტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24.05.2022 .

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობო დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |