www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" დასაქმების მსურველებს იწვევს დიასახლისის (დამლაგებლის) პოზიციაზე სამუშაოდ!

სამუშაო ადგილი: წერეთელი, საბურთალო, ვაზისუბანი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 700-900 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
** საოფისე/საწარმოო/სასაწყობე ინვენტარის წმენდა&დასუფთავება მიღებული სტანდარტების შესაბამისად;
** საჭიროებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნა: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

საჭირო უნარები:

** ყურადღებიანი და მობილიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/madartgeorgia

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |