კარების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია "გაბილდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების/კონსულტაციის გაწევა, ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის მახასიათებლების შესახებ, პროდუქციის რეალიზაცია;
** კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** კლიენტის მოთხოვნის ზუსტი გაგება და შესაბამისი პროდუქციის მიწოდება;
** ორგანიზაციის/გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა;
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება;
** ორიენტირებულობა კომპანიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: 9:30-დან 19:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@gabuild.ge