www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი/სტაჟიორი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://decoline.ge/

პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი/ სტაჟიორი
მდებარეობა: თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. # 201
სამუშაო გრაფიკი: სრული, შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან ბოლო კურსის დამამათავრებელი სტუდენტი.
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
** კომუნიკაბელურობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სასურველია Excel- ის და სოც. ქსელების კარგი ცოდნა.

ჩვენ გასწავლით:

** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვას;
** ბაზრის მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრას და ფაქტობრივი ათვისების დონის შეფასებას;
** გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენას;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუშაობას, ინფორმაციის მობილიზაცია და სისტემატიზაციას;
** პოტენციური კლიენტების შესახებ კლიენტების ბაზის შექმნა მოლაპარაკების წარმოებას;
** გაყიდვების პროგრამის განვითარებას და კონტროლის განხორციელებას;
** გაყიდვების სტიმულაციისთვის მარკეტინგული გეგმების შექმნა -განხორციელებას;
** ხელშეკრულებების, მიწოდებული ხარჯთაღრიცხვების, ასევე სხვა მნიშვნელოვანი
** დოკუმენტების მუდმივ კონტროლს;
** პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადებას;
** სატელეფონო კონსულტაციის გაწევას პოტენციური მომხმარებლებისთვის;
** სოციალური ქსელის მონიტორინგს;

სტაჟირების პროგრამის შემდგომ, რომელიც გრძელდება 3 თვის ინტერვალში, ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან სახელფასო რეინჯს + ბონუსები.
** მზარდ კომპანიას დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: CV@decoline.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია დეკოლიანი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |