www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი, კონსულტანტი
მომწოდებელი: ჰაუს მარკეტი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

"ჰაუს მარკეტი" გახლავთ სასურსათო მაღაზია. დაარსდა 2014 წელს, აღჭურვილია ყველა თანამედროვე სტანდარტით, აქვს სწორი მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება, გთავაზობთ ოჯახურ, სანდო და მყუდრო გარემოს. სტაბილურ სამსახურს, სტაბილური ხელფასით.ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ + ბონუსი, პრემია.

"ჰაუს მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მოლარე-ოპერატორი

პირობები:

** ასაკი: 18-40 წლამდე.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან ურთიერთობა
** სალაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ცოდნა
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.

პირობები:

** ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ.
** სამუშაო განრიგი: 15 სამუშაო დღე თვეში.
** ანაზღაურება ხელზე ასაღები 550 ლარი.

2. კონსულტანტი

ასაკი: 18-40 წლამდე

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების კონტროლი
** განლაგებული პროდუქციის სისწორის კონტროლი
** კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.
** წესრიგისა და სისუფთავის დაცვის კონტროლი
** მაღაზიაში პროდუქციის ნაშთის და ვადების კონტროლი
** სავალდებულოა გამოცდილება ანალოგიურ სფეროში

პირობები:

** ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ.
** სამუშაო განრიგი: 20 სამუშაო დღე თვეში.
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 650 ლარი.

ობიექტი მდებარეობს დიღმის მასივი, ლუბლიანას 11, კორპუსი 3, კომერციული ფართი

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე თანდართულ ფოტოსთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: house.market@mail.ru



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |