სს "ბანკი ქართუ" აცხადებს კორპორატიული ბანკირის ვაკანსიას კორპორატიული ბიზნესის დაკრედიტების განყოფილებაში.
ფუნქციები და მოვალეობები:
** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
** საშუალო და მსხვილი კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მოძიება
** კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
** კლიენტის განაცხადის საფუძველზე პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად
** არსებული კლიენტების მომსახურება, ახალი კლიენტების მოზიდვა, საბანკო პროდუქტების შეთავაზება
** საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, სესხების მონიტორინგი
** პრობლემური საკითხების გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ბანკსა და კლიენტს შორის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
** უმაღლესი განათლება (საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით)
** საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ფინანსების განხრით
** ფინანსური უწყისების მომზადება მაღალ დონეზე
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი
** ქართული ენის, ინგლისური და რუსული ენების ფლობა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური უნარები)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
** ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
სასურველი:
** გაყიდვების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
გისურვებთ წარმატებას!