www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების კონსულტანტი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 27 მაისი

"კრედო ბანკი" 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები.

თანამდებობა: სერვის კონსულტანტი თბილისში

ძირითადი მოვალეობები:

** მისალმება კლიენტის სერვისცენტრში შესვლისთანავე;
** კლიენტისათვის დახმარების შეთავაზება და გაწევა პასუხისმგებლობის ფარგლებში;
** კლიენტისთვის დახმარების გაწევა მაიკრედოთი გზავნილის განაღდებაში;
** არსებული თუ პოტენციური კლიენტების გადამისამართება შესაბამის პირებთან;
** კლიენტების რიგითობის დაცვის უზრუნველყოფა;
** სერვისცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრებისა და განრიგის შედგენის უზრუნველყოფა; სს კრედო ბანკი
** სესხის გაცემის დროს წესრიგის დამყარება მიმღებში;
** კლიენტებისათვის დახმარების გაწევა სწრაფი გადახდის აპარატებთან;
** კლიენტისთვის დახმარების გაწევა სესხის დაფარვის პროცესში (ასევე სერვისცენტრის შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება დაფარვის თაობაზე);
** კომპეტენციის ფარგლებში, სერვისცენტრში არსებული მარაგების კონტროლი და აღრიცხვა (მათ შორის, მარკეტინგული მასალების);
** სერვისცენტრში წესრიგისა და სისუფთავის დაცვის უზრუნველყოფა, ოფისის დამლაგებლის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინირება;
** კრედოს ადმინისტრაციული ფორმების/საბუთების მომარაგება;
** მომსახურების სტანდარტების შესრულება;
** კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
** კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის დამხმარე პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს;
** საჭიროებისამებრ, სერვისცენტრის მენეჯერისათვის დახმარების გაწევა სხვა დავალებების შესრულებაში

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** ეფექტური ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა და კლიენტების მიმართ პოზიტიური განწყობა;
** თანამედროვებელი ტექნოლოგიების გამოყენებით დონეზე ცოდნა;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** თვითმოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სივი შემდეგ მისამართზე: cv@credo.ge და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 27 მაისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |