www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა თბილისსა და მის შემოგარენში, აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

** საწყობში საქონლის მიღება-გაცემის პროცესში მონაწილეობა;
** მიღებული საქონლის დათვლა და განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად;
** საქონლის თანმდევი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება;
** საქონლის საწყობიდან გასაცემად მომზადება;
** მიღებული და გაცემული საქონლის პროგრამაში ასახვა;
** საწყობში წესრიგის და სისუფთავის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** მათემატიკური უნარები.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2022 წლის 31 მაისისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |