საერთაშორისო ჯგუფის - Alhokair-ის წევრი "Retail Group Georgia" 20-ზე მეტი ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის Zara, Massimo Dutti, Mango, Marks & Spencer, Bershka, Pull & Bear, Stradivarius, Kiko Milano, Aldo, Oysho, Zara Home, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sergent Major, La Senza, Ipekyol, Monsoon და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი მოლში, სითი მოლში საბურთალოზე, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.
ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი სრულ განაკვეთზე თბილისი მოლში
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი;
** სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი;
** ანაზღაურება: 570 ლარი (ხელზე ასაღები) + ყოველთვიური ბონუსი.
განსახორციელებელი საქმიანობა:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა;
** კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება;
** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური და აქტიური;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კორპორატიულ დაზღვევას;
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cvgeo@fahretail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების კონსულტანტი სრულ განაკვეთზე თბილისი მოლში".