კომპანია "სკალა"-ს საქმიანობის სფერო ინტერიერის დიზაინი და ავეჯის წარმოებაა. ასევე არის უმსხვილესი ბრენდი "სალონი"-ს https://www.saloni.com.tr/en ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ვაცხადებთ კონკურსს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ხელფასი: ფიქსირებული კვალიფიკაციიდან გამომდინარე + ბონუსი .
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციურ მომხმარებელთა დაინტერესება, მოზიდვა და მომსახურების შეთავაზება;
** შეხვედრების დაგეგმვა;
** კომპანიის სერვისის პრეზენტაცია და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სრული კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია დეველოპერულ კომპანიებთან თანაშრომლობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: scalageorgia@gmail.com 2022 წლის 31 მაისამდე.
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ იქნება განხილული.