სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების "Danone"-ს, "Sadia"-ს და ასევე საკუთარი ბრენდის - "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00სთ-18:00სთ.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის თაროებზე განლაგების მონიტორინგი;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი;
** საწყობში და თაროებზე განლაგებული პროდუქციის ნაშთების აღრიცხვა;
მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 13 13 04.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მერჩენდაიზერი - ბათუმი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.