სასტუმრო "ინტურისტი ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების მენეჯერის (F&B Manager) პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ეფექტურად ფუნქციონირების ორგანიზება და კონტროლი;
** სტანდარტული ოპერაციების პროცედურების (SOP) შექმნა, დანერგვა და მონიტორინგი;
** თანამშრომლების შერჩევა, მართვა და ტრენინგების ორგანიზება;
** პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** კვების ობიექტების გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
** სტუმრებისთვის სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
** სერვისის ხარისხსა და სტუმრების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** ინვენტორისა და ბიუჯეტის კონტროლი;
** მენიუს მომზადება. კერძებისა და სასმელების პრეზენტაცია, ხარისხის მართვა და უსაფრთხოების სტაანდარტების დაცვა;
** რესტორნისა და სამზარეულოს სისუფთავის კონტროლი;
** რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასტუმროს შუა რგოლის ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** სასტუმროს ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hrkazbegi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
სასტუმრო "ინტურისტი ყაზბეგი" გისურვებთ წარმატებებს!