www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღები დეპარტამენტის თანამშრომელი
მომწოდებელი: Ramada by Wyndham Tbilisi Old City
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 1 ივნისი

"Wyndham Hotels and Resorts" არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.

"Ramada by Wyndham Tbilisi Old City" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასაა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას მიმღები დეპარტამენტის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება/განთავსება
** სატელეფონო ზარების მიღება, გადამისამართება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
** სასტუმროში მოქმედი სერვისების, ტარიფების, ობიექტების და მათის სამუშაო საათების ცოდნა
** ჯავშნების შეყვანა პროგრამაში
** სტუმრებთან ანგარიშსწორება და სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების წარმოება
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების და შინაგანაწესის დაცვა

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@ramadatbilisioldcity.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 1 ივნისი, 2022 წელი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |