სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე თბილისის სერვის ცენტრებისათვის.
ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** $1, 500, 000 -მდე საკრედიტო პროექტების დამუშავება
** კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
** სასესხო პროექტის დოკუმენტაციის შეგროვება
** პროექტის ანალიზის დასკვნის მომზადება
** პროექტის საკრედიტო კომიტეტისათვის განსახილველად გადაცემა
** გაცემული სესხების მონიტორინგი
** პრობლემური სესხების გამოვლენა და ანალიზი
** სასესხო პორტფელის მართვა
** პორტფელის ზრდის ხელშეწყობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით
** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში
** ფინანსური უწყისების მაღალ დონეზე მომზადების უნარი
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა
** ქართული ენის მაღალ დონეზე ფლობა, რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური უნარები)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
** ბიზნეს ურთიერთობების დამყარების უნარი
** ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება
** დროის ეფექტური მართვა
** ინიციატივიანობა, კრეატიულობა, აქტიურობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე
** ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
სასურველი:
** მაგისტრის ხარისხი საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნა
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** გაყიდვების წარმოებისათვის აუცილებელი უნარების ფლობა
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.