www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტორტის მხატვარ-დიზაინერი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ტორტის მხატვარ-დიზაინერებს.

სამუშაო ადგილი: ვაზისუბანი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტორტის შემოლესვა;
** შემოლესილი ტორტის ვიზუალური გაფორმება;
** ტორტის მოხატვა;
** გამზადებული დეკორების და ხილის განთავსება;
** პროდუქციის საბოლოო ვიზუალზე პასუხისმგებლობა;
** ახალი პროდუქციისთვის დეკორის შექმნა;
** როგორც სერიული, ასევე არასტანდარტული ტორტების დეკორების შექმნა;
** დეკორისთვის საჭირო ფერების გრამაჟების განსაზღვრა.

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

https://www.facebook.com/madartgeorgia

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია მ"ადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |