სამშენებლო დეველოპერული კომპანია შპს "სანრაის"-ი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე დისტანციურად.
ადგილმდებარეობა: ბათუმი (მახინჯაური)
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ფუნქცია - მოვალეობები:
** იურიდიული კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
** ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ხელშეკრულებების მომზადება;
** მოლაპარაკებების წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში;
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება - სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
** სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
** ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
** ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** დამოუკიდებლობა და გაბედულება გადაწყვეტილებების გამოტანისას;
** ობიექტურობა და პრინციპულობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ელ.ფოსტაზე: anamatua7@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 21 08 90 ან +995 706 77 06 20
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 6 ივნისი.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!