www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Front-end/React JS დეველოპერი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 31 მაისი

"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას Front-end/React JS დეველოპერის პოზიციაზე.

"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო "პროკრედიტ ჯგუფის" წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში. "პროკრედიტ ჯგუფს" სათავეში უდგას "პროკრედიტ ჰოლდინგი" (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

მოვალეობები:

** React ბიბლიოთეკების გამოყენებით სუფთა კოდის წერა;
** არქიტექტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება;
** UI დიზაინის, მაღალი სიზუსტით კოდში გადატანა;
** Third-party API-ს ინტეგრაცია;
** გუნდთან ერთად მუშაობა, რომელიც შედგება სხვა დეველოპერებისგან, დიზაინერებისგან, ტესტერებისგან და პროექტ მენეჯერისგან;
** დიდ და რთულ სისტემებთან მუშაობის უნარი.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება React-ში;
** React-ის ბიბლიოთეკების საფუძვლიანი ცოდნა;
** Redux / Redux-Saga;
** Git-დან მუშაობის გამოცდილება;
** ავთენტიფიკაციის და ავტორიზაციის თანამედროვე მექანიზმების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

გთავაზობთ:

** საინტერესო და რთულ პროექტებს
** მეგობრულ გარემოს
** განვითარების და სწავლის შესაძლებლობებს
** სოლიდურ ანაზღაურებას

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით "Front-end/React JS" შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geo.it.recruiting@procredit-group.com და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების საბოლო ვადაა 31 მაისი 2022 წელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს "პროკრედიტ ჯგუფში" შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; info@procreditbank.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |