საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა "Cargon" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე
რა არის "კარგონი"?
"Cargon" მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის - "500 Startups"-ის გამარჯვებულია, რომელიც ვებპლატფორმასა და მობილურ აპლიკაციას წარმოადგენს. ჩვენი მიზანია მოქნილი სისტემის მეშვეობით მარტივად დაკავშირდნენ ტვირთები გადამზიდ საშუალებებთან.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ლოგისტიკის/სატრანსპორტო სფეროში გამოცდილება.
ენები:
** ქართული - სრულყოფილად
** ინგლისური და რუსული - B1/B2.
თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი ვალდებულებები:
** ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება (დაგეგმარება: შეფუთვის, ტრანსპორტის რეჟიმის, საუკეთესო მარშრუტის)
** სატარიფო პირობებზე მოლაპარაკება უცხოურ და ადგილობრივ გადამზიდავებთან/საზღვაო ხაზებთან/ფორვარდერ კომპანიებთან. სატვირთო ადგილების დაჯავშნა და კონტრაქტორებთან გადახდების ორგანიზება
** განბაჟების პროცედურების, სატრანსპორტო დოკუმენტების და სადაზღვევო დოკუმენტაციის მართვა
** რეალურ დროში გადაზიდვის სტატუსის მონიტორინგი და დროული კომუნიკაცია გაყიდვების გუნდთან და მენეჯმენტთან
** მუდმივი კონტროლი, რომ გადაზიდვები დაგეგმილია ყველა საჭირო სტანდარტების დაცვით და ნებისმიერი პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში მათი მოგვარება.
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ხელფასს (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე) და ბონუსს შესრულებული ოპერაციებიდან
** პოზიტიურ სამუშაო ატმოსფეროს მოტივირებულ გუნდში
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პერსონალური და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს საერთაშორისო კომპანიაში.
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით, ელ-ფოსტაზე: join@cargon.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ლოგისტიკის მენეჯერი".