www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Scherer Logistics
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

შპს "Scherer Logistics" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა გახლავთ საერთაშორისო გადაზიდვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით. კომპანიაში ქართულ-ამერიკულ მენეჯერულ გამოცდილებას იზიარებენ და ორიენტირებულები არიან გამოცდილი კადრებით გაზარდონ და დააკომპლექტონ გაყიდვების პროფესიონალური გუნდი.

ვიწვევთ პროფესიონალური მიდგომების მქონე სპეციალისტებს ვისაც სურს რომ გაიღრმაოს ცოდნა და გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით.
ჩვენს კომპანიაში მოვალეობები დამოკიდებულია მოლაპარაკების ხელოვნების სხვადასხვა პრინციპებზე ორი ყველაზე გავრცელებულია მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია კლიენტებთან და შეხვედრები.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების განხორციელება
** განმეორებითი ზარების დაგეგმვა (Follow up)
** კლიენტების დახურვა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება
** გაყიდვების ანალიზი
** შეკვეთის ან კითხვის დამუშავება და მასთან არსებული დოკუმენტების სისრულეში მოყვანა.
** შეკვეთის მონიტორინგი და დამკვეთისთვის სტატუსების განახლება.
** ონლაინ და პერსონალური შეხვედრების დანიშვნა.

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წლით (უპირატესობა მიენიჭება ლოჯისტიკურ და გადაზიდვების სფეროში გამოცდილების მქონე კადრებს)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კრეატიულობა
** შრომის მოყვარე
** დეტალებზე ორიენტირებული
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

სახელფასო ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი + დაზღვევა+ უფასო სასაუბრო

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV (სასურველია ფოტოსურათით) ელ. მისამართზე hr@schererlog.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |