www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტრატეგიული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

"უნისონი" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სტრატეგიული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის სტატისტიკური და ფინანსური ანალიზის საფუძველზე, საჭირო კვლევების გამოყენებით გაყიდვების სტიმულირების მიზნით სტრატეგიული მარკეტინგული გეგმის შედგენა/დამტკიცება (გენ დირექტორთან შეთანხმებით) და მისი განხორციელება ციფრული და საოპერაციო მარკეტინგის სპეციალისტების გუნდთან ერთად.
** მომხმარებლის კმაყოფლების დონის ამაღლების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიბების ფარგლებში, მომხმარებლის ლოიალურობის პოლიტიკის შემუშავება მათი შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრით;
** სტრატეგიით განსაზღვრული კალენდრის (გეგმა/გრაფიკი) მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვების არხების გაფართოების მიმართულებით აქტივობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქტების ყოველკვარტალური SWOT ანალიზები, მათი შემდგომი განვითარების და ახალი პროდუქტების შექმნის მიზნით.
** შესაბამისი KPI სისტემის შემუშავება, მარკეტინგული არხების მეშვეობით პროდუქტების ლიდების და კონვერსიის % - შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის საკადრო რესურსების მართვა, როგორც აუთსორსი ისე შიდა კადრები.
** ბრენდის პლათფორმის განვითარება და მართვა. კომპანიის PR სტრატეგიის, გეგმის და ბიუჯეტის შემუშავება, მართვა და კონტროლი

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |