კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას დებიტორული ვალდებულებების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** დებიტორული დავალიანების კონტროლი ხელშეკრულების პირობების მიხედვით;
** ურთიერთშედარების აქტების მომზადება დებიტორებთან;
** პერიოდული ანგარიშგებების მომზადება დებიტორული დავალიანების ანალიზისთვის;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა ACCA-ს მინიმუმ პირველი დონის შესაბამისი ცოდნის ფლობა.
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ განყოფილებაში/ბუღალტერიაში;
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით ექსელის) მაღალ დონეზე ცოდნა;
დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.