www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პიცის მცხობელი
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას პიცის მცხობელის პოზიციაზე.

რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზრზე. "სტრადა"-ს მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/

სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - 1/1-ზე, დღეგამოშვებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მცხობელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ტექნოლოგიური ბარათის მიხედვით საცხობი ნახევარფაბრიკატების მომზადება/ დამუშავება.
** პიცის დროული მომზადება შეკვეთების შესაბამიად.
** მის პასუხისმგებლობაში არსებული პროდუქციის კალკულაციის დათვლა;
** თავისუფალ დროს მზარეულის დახმარება.
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

პიროვნული უნარებ-ჩვევები:

** ენერგიული;
** პუნქტუალური;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ერთჯერად უფასო კვებას, სამუშაო დღის განმავლობაში;
** 50%-იან ფასდაკლებას "სტრადა"-ს სრულ მენიუზე, სამუშაო დღის განმავლობაში;
** ღამის საათებში, სახლამდე უფასო ტრანსპორტირებას თბილისის მასშტაბით.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "პიცის მცხობელი", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |