www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის რეალიზაციის მენეჯერი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის რეალიზაციის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბარში არსებული ნაშთების კონტროლი;
** მარაგების კონტროლი და პროდუქციის შეკვეთა;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი, დაზიანების შემთხვევაში წარმოების მენეჯერის ინფორმირება;
** შეკვეთების გამშვები ოპერატორების მიერ გასაშვები შეკვეთების შემოწმება;
** ქოლცენტრის ოპერატორებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** პროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემების რეპორტების მომზადება.
** პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყოველდღიური პროცესების მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** MS office პროგრამების ცოდნა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/madartgeorgia

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge. გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |