Allain Afflelou-ეს არის ფრანგული ლიდერი ოპტიკური მაღაზიათა ქსელი, რომელსაც 42 წლიანი გამოცდილება აქვს ოპტიკურ ბიზნესში და მსოფლიოს 19 ქვეყანაში 1418 მაღაზიითაა წარმოდგენილი. მე-20 ქვეყანაში - საქართველოში პირველ "აფლელუ პარიზი "-ს მაღაზია მიმდინარე წლის ივნისში გაიხსნა და მომხმარებელს სრულ ოპტიკურ მომსახურებას სთავაზობს.
ამჟამად "აფლელუ პარიზი"-ს მაღაზია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის/ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სალარო აპარატთან მუშაობა და რეალიზაციის პროგრამული ასახვა ;
** პროდუქციის მოწესრიგება და მათი განთავსება კომპანიის სტანდარტების გათვალისწინებით;
ძირითადი მოთხოვნები:
** რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** სიახლეების ათვისების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დამაჯერებლობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.