სასტუმრო Astoria Tbilisi აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამეტში ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში სტუმრების მიღება-განთავსება და გაცილება
** გადახდების, დოკუმენტაციის შევსებისა და სისწორის კონტროლი
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გადამისამართება
** სტუმრების მოთხოვნებსა თუ საჭიროებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში (Fidelio) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანსაღ და მეგობრულ გარემოს
** 4 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით
** ცვლაში მუშაობისას კვებით უზრუნველყოფას
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: reservations@astoriatbilisi.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
შეგახსენებთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.