www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გარეტერიტორიის დიასახლისი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"დრიმლენდ ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს.

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. 2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გარეტერიტორიის დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დაბა ჩაქვი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის ტერასების მოწესრიგება
** ურნების დასუფთავება და სამუშაო პროცესში მუდმივი კონტროლი
** სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული მონიტორინგი
** ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში განსაზღვრული ლოკაციების სისუფთავის უზრუნველყოფა
** მის ფუნქცია-მოვალეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით

პიროვნული თვისებები:

** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა
** კოლეგიალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა

კონკურსის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დიასახლისი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |