www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ასისტენტ-პროფესორი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 12 ივლისი

"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი" (სეუ) აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე:

საკონკურსო ვაკანსიები:

1. განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე:

ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით)

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიაზე მოთხოვნილი (აკადემიური/პროფესიული) ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით:

1. ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

1.1 პროფესიული ნიშნით:

** მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა

დამატებითი კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის:

ა) შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილება;
ბ) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
გ) პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) უცხო ენების ცოდნა;

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით;
** კონკურსანტის ანკეტა;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
** უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში აუცილებელია განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა);
** ინფორმაცია პროფესიული/სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (აუცილებელია შესაბამისი ცნობის წარმოდგენა ვაკანსიით გათვალისწინებული სამუშაო სტაჟის დასადასტურებლად);
** ინფორმაცია გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა.შ;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** სილაბუს(ებ)ი;
** ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
** დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

კონკურსის ეტაპები:

** კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა;
** საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას საჩვენებელი ლექციის ჩატარება)

კონკურსის პირობები:

1. საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.
2. კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.
3. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
4. კონკურსში შერჩეულ პირებს სურვილის შემთხვევაში გაუფორმდებათ აფილირების ხელშეკრულება.

კონკურსანტების შერჩევის პირობები:

ა) პირველ ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენა;
ბ) მეორე ეტაპი - გასაუბრება, საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება;

კონკურსის ვადები:

** კონკურსი გამოცხადებულია 2022 წლის 31 მაისი;
** აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 4 - 12 ივლისის ჩათვლით;
** კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა: 2022 წლის 13 ივლისი-14 ივლისი;
** კონკურსის მესამე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: 2022 წლის 15 ივლისი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);
** კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის 18 ივლისი;
** სააპელაციო განაცხადის მიღება: 2022 წლის 19 ივლისის ჩათვლით;
** სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2022 წლის 20 ივლისი;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის 21 ივლისი.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი 4-12 ივლისის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@seu.edu.ge (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.

საკონტაქტო ელ. ფოსტა: hr@seu.edu.ge

ტელ: 2 90 00 00 შიდა 21



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |