www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტიუარდ სუპერვაიზერი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"დრიმლენდ ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს.

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. 2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სტიუარდ სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დაბა ჩაქვი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის სისუფთავის შემოწმება/უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრის სისუფთავისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების შექმნა და მართვა;
** ინვენტარის და სარეცხი საშუალებების მარაგების შეკვეთა და მართვა;
** სასაქონლო მარაგების მიზნობრივი ხარჯვა ინვენტარის მოვლა და მოფრთხილება;
** შხამ-ქიმიკატის გამოყენების ცოდნა და გაზავება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** გატეხილი ინვენტარის აღწერის ფორმების კონტროლი და საჭიროებისამებრ უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება;
** ჰიგიენური საშუალებებისა და შხამ-ქიმიკატების მარაგების შექმნა;
** ყოველთვიურ/კვარტალურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა საკითხების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა.

კონკურსის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სტუარდ სუპერვაიზერი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |