სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
** კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზების გაკეთება;
** დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;
** დაინტერესებული კლიენტებისგან საჭირო მონაცემების მიღება, მიღებული მონაცემების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი;
** ლიზინგის ხელშკერულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
** სხვა სახის რეპორტინგი საჭიროების შემთხვევაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ფინანსურ ინსტიტუტში;
** ფინანსების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** Microsoft office (Excel, Word)
პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.