www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მსხვილი და ვიპ კლიენტების მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

"უნისონი" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მსხვილი და ვიპ კლიენტების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული მომხმარებლების განახლებაზე უწყვეტი მონიტორინგი და პროცესის მართვა;
** არსებულ მომხმარებლებზე სხვადასხვა მიმართულებით გაფართოების მიზნით მომხმარებლის საჭიროების/ების შესწავლა, გამოვლენა, მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** ტენდერის გამოცხადებისთანავე შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება, დოკუმენტების გამოთხოვა და დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის შემსყიდველისთვის მიწოდება; გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებისთვის ყველა საჭირო პროცესის ზედმიწევნით და სრულყოფილად მართვა;
** უმაღლესი მენეჯმენტისა და ბროკერების მიერ გადმოცემული ინფორმაციის საფუძველზე მომხმარებლებთან შესაბამისი კომუნიკაციის წარმართვა, პროცესის სრული მონიტორინგი, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად გაცვლა;
** ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო ყველა პროცესის სრულყოფილად მართვა;
** VIP სტატუსის მქონე მომხმარებლების სადაზღვევო პოლიზების თანახმად მომხდარი ზარალების შემთხვევაში, მომსახურების პროცესის ეფექტური მართვა, რაც გამოიხატება VIP დაზღვეულების მენეჯერთან უწყვეტ კომუნიკაციაში;
** დამტკიცებული გეგმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების და მიღწეული შედეგების თანახმად რეპორტის მომზადება და წარდგენა აღმასრულებელ დირექტორთან;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების განხრით);
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (აუცილებელია ექსელის სრულყოფილად ცოდნა);
** ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |