"Health Mark Group" საქართველოში მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორიებს მართავს. მისი შვილობილი ლაბორატორიები გენეტიკურ დონეზე იკვლევენ ფილტვის, ნაწლავის, თავის ტვინის სიმსივნეს, კანის მელანომას, ლეიკემიას, იშვიათ თანდაყოლილ გენეტიკურ პათოლოგიებს.
"Health Mark Group" აცხადებს აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სასტუმრო "რედისონი"
სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-20:00სთ)
ან
სამუშაო განაკვეთი: შაბათ-კვირა (10:00-20:00სთ)
ანაზღაურება: დამოკიდებულია გამოცდილებაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტების მიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პირადობის მოწმობის მონაცემების გადამოწმება და რეგისტრაცია;
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების და მისი ღირებულების შესახებ;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია შემდეგი მიმართულებით: მედიცინა, ჯანდაცვა, ფარმაცია)
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@healthmark.group. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.