www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საპროექტო განაცხადების კონკურსი ბიზნეს კომპანიებისთვის
მომწოდებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
თანდართული ფაილი: 76647_CSRDG_9424712.zip
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნა საქართველოს 3 რეგიონში

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) აცხადებს საპროექტო განაცხადების კონკურსს ბიზნეს კომპანიებისთვის.

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. მისი მისია საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობაა.

კონკურსი ცხადდება პროექტის "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ("Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia") ფარგლებში, რომელსაც "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით ახორციელებს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.

კონკურსის მიზანია, სხვადასხვა სექტორებს (ბიზნეს კომპანიები, სამოქალაქო ორგანიზაცია და ადგილობრივი ხელისუფლება) შორის თანამშრომლობის სტიმულირება და მხარდაჭერა, დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით საქართველოს სამ რეგიონში: გურია, კახეთი და ქვემო ქართლი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ, როგორც მსხვილ, ისე მცირე ან საშუალო ზომის ბიზნეს კომპანიებს, რომლებსაც აქვთ მკაფიო ხედვა და მიზნები დასაქმების ახალ შესაძლებლობებთან და ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებით სამიზნე რეგიონებში.

საპროექტო განაცხადის წარმოდგენა შეუძლია ბიზნეს კომპანიას ინდივიდუალურად (ან სხვა კომპანიასთან ერთად) სხვა სექტორთან (ადგილობრივი ხელისუფლება) პარტნიორობით.

კონკურსი ბიზნეს კომპანიებისთვის ტარდება ღია კარის პრინციპით, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკურსი ღია იქნება დაინტერესებული კომპანიებისთვის და საპროექტო განაცხადების მიღება გაგრძელდება მაქსიმუმ 2023 წლის თებერვლის ბოლომდე.

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით დაინტერესებულ აპლიკანტებს, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ინდივიდუალურ საკონსულტაციო შეხვედრაზე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით თანდართული დოკუმენტაციას.

საპროექტო განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: apply@csrdg.ge. გთხოვთ, განაცხადის სათაურში მიუთითეთ: "საპროექტო განაცხადების კონკურსი ბიზნეს კომპანიებისთვის".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |