www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აუდიტორის ასისტენტი
მომწოდებელი: ალგი აუდიტი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

აუდიტორული კომპანია "ალგი აუდიტი" აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის ასისტენტის თანამდებობაზე.

"ალგი აუდიტი" მრავალი წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დახმარებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს იმ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში, რასაც ბიზნესის წარმატებით წარმოება ეწოდება.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე ი.აბაშიძის ქუჩა
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობა, მიღება და კონტროლი;
** რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
** აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
** მენეჯერის/პარტნიორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** ინვენტარიზაციის ჩატარება ან კლიენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის პროცესზე დასწრება;
** სამუშაოს წარმართვა ხარისხიანად, წინასწარ შეთანხმებულ ვადების დაცვით;
** კომპანიის აუდიტის მეთოდოლოგიისა და პროფესიული ეთიკის მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ACCA პირველი ეტაპის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა მაღალ დონეზე)
** აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში პრაქტიკული ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიება;
** ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და განვითარების სურვილი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@algiaudit.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: "აუდიტორის ასისტენტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30.06.2022.

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |