www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეპორტინგის ასისტენტი
მომწოდებელი: TBC Net
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

"TBC Net" წარმოადგენს TBC Group PLC შემავალ Tech კომპანიას, რომელიც აერთიანებს შემდეგ ციფრულ პლატფორმებს: Livo, Vendoo, Swoop, Myauto, Mymarket, Myhome, Myparts, გუნდისთვის ეძებს შეფასების ესკალაციის, ხარისხის კონტროლის და რეპორტინგის განყოფილებაში - რეპორტინგის ასისტენტს.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00, 1 საათი შესვენება;
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2 დღე)+ 4 day off წელიწადში.

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების ობიექტების შეფასებასთან დაკავშირებით ესკალირებული მეილების გადანაწილება კონკრეტულ შემფასებლებზე;
** ესკალაციის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მეილების გაგზავნა დამკვეთთან;
** შემოსული და გასული მეილების აღრიცხვა (excel), ესკალაციის დაკვეთების შესრულების დროის კონტროლი;
** თვის ჭრილში შეგროვებული ინფორმაციის ანალიზი და რეპორტინგი;
** შეფასების დასკვნების გადამოწმება საქ. ეროვნული ბანკის რეგულაციების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების, მათ შორის, excel-ის ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

უნარები:

** პუნქტუალური, ორგანიზებული, დისციპლინირებული, კომუნიკაბელური;
** მოსმენის, პრობლემის გაანალიზების და გადაჭრის უნარი.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ ყველაზე ახალგაზრდულ, პროფესიონალ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@tbcnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |