კომპანია "მკითხველთა კლუბი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია;
** სამუშაო გრაფიკი: 10:00 სთ-16:00 სთ/16:00 სთ-22:00 სთ
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + მზარდი ბონუსი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება/გაყიდვა;
** მომხმარებელთა ბაზის განვითარება.
ძირითადი მოთხოვნები:
** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
** თვითმოტივაციის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: readersclub0001@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში.
გისურვებთ წარმატებას!