www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თამაშის წარმდგენი
მომწოდებელი: ქლაუდ სთრიმინგ თექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

შპს "ქლაუდ სთრიმინგ თექნოლოჯი"-ეს არის სრულიად ახალი კომპანია, რომელიც ეტაპობრივად იმკვიდრებს თავს ბაზარზე. იგი აღჭურვილია ეფექტური სერვისებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი სწრაფი გაფართოების გათვალისწინებით მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ახალი ვაკანსიები ჩვენს დინამიურად განვითარებად ოფისში, რომელიც მდებარეობს თბილისში.

ჩვენ ვეძებთ ამბიციურ მიზანდასახულ და პოზიტიურ ადამიანებს, რომელთაც სურთ ჩვენს გუნდში გაწევრიანება. ამ ეტაპზე ჩვენ ვეძებთ თამაშის წარმდგენს.

თქვენ უნდა წარმოადგინოთ თამაშები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაეცემა მომხმარებელს ჩვენი პლატფორმის მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თქვენ დაგეხმარებათ ჩვენი კვალიფიციური გუნდი, რომელიც იზრუნებს თქვენს პროფესიულ განვითარებასა და კომფორტზე.

სტაჟირების პერიოდში ჩაგიტარდებათ ტრეინინგები, გადმოგეცემათ სასწავლო მასალები და უნიფორმა. სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემდგომ გახდებით ჩვენი გუნდის სრულუფლებიანი წევრი.

ძირითადი მოვალეობები და მოთხოვნები:

** სათამაშო ბარათების განაწილება, რულეტის როტაცია, სხვადასხვა თამაშების/ტურნირების შედეგებისა და გამარჯვებულების გამოცხადება;
** ბარათებისა და აღჭურვილობის სწრაფი, ზუსტი და ფრთხილად მართვა/განაწილება/ჩანაცვლება;
** თვალი ადევნეთ და მიჰყევით ფსონების განახლებებს, ცვლილებებს და კორექტირებას თამაშის დროს;
** იყავით მოწესრიგებული და კამერის წინ თავდაჯერებული;
** ატარეთ სპეციალური ფორმა ან ტანსაცმელი დანიშნულების შესაბამისად და ყოველთვის შეინარჩუნეთ და მოვლილი იმიჯი.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ასაკი 18 წელზე მეტი (უპირატესობა ენიჭება მანდილოსნებს);
** სტუდენტი ან ბაკალავრი;
** უნდა შეეძლოს ცვლიანობის გრაფიკით მუშაობა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ყოველკვირეულად (ეს შეიძლება შეიცავდეს საღამოებს, შაბათ-კვირას და დღესასწაულებს).

ზოგადი უნარები:

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიონალიზმი:

** პოზიტიური;
** ზედამხედველობის გარეშე გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად მუშაობის უნარი;

ბენეფიტები:

** ანაზღაურებადი ტრეინინგი;
** მოქნილი სამუშაო საათები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოთი და მოკლე დახასიათება თქვენს შესახებ მისამართზე: hr@cloudstreamingtech.com და საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 577 995972.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |