კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გათბობის სისტემები და სხვა.
"ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია 5 ბრენდ მაღაზიით - თბილისში, ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და გორში.
კომპანია "ზოდი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** მომხმარებლის დახვედრა და სწორი გადამისამართება;
** მომხმარებლის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და მომხმარებლისათვის მიწოდება;
** შოურუმიდან გასულ მომხმარებელთან თბილი და ყურადღებიანი დამშვიდობება;
** მომხმარებელთან გამოკითხვის ჩატარება მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** დეტალზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე;
** მოტივირებული;
ლოკაცია - ქ. თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის ქ. #11
ანაზღაურება - ფიქსირებული
სამუშაო დღეები - 6 სამუშაო დღე
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ზოდი პლიუსმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
გისურვებთ წარმატებას!