www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების/პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: RS Line
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

კომპანია "RS LINE" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების/პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

თანამდებობის ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, პროდუქტების შეთავაზება;
** პრეზენტაციების და შეთავაზებების სხვადასხვა ფორმით ორგანიზება და განხორციელება;
** გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების წარმართვა.
** ახალი პროდუქტების შესწავლა და მოძიება
** პროდუქტების ტექნიკური მონაცემების და მახასიათებლების შესწავლა.
** ტენდერების და სხვადასხვა პროექტების გარჩევა და დოკუმენტაციის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითობა;
** პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დარწმუნების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე rsline.hr2@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |