სამშენებლო კომპანია "ჰიტეკო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
"ჰიტეკო ჯგუფი" არის სწრაფად მზარდი, წარმატებული სამშენებლო კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2018 წლიდან. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების შესრულება, რომელიც იყოფა ორ ძირითადი მიმართულებად, ესენია:
** სამშენებლო მძიმე ტექნიკით მომსახურება;
** სხვა სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
კომპანიის მთავარი მიზანია მისი პროფესიონალი და კარგად ორგანიზებული გუნდით, საქმე შეასრულოს შეთანხმებულ ვადებში - უმაღლესი ხარისხით.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი. სრული.
სამუშაოს ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სტაბილური.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
ძირითადი მოვალეობები:
** მასალების მიღება დასაწყობება;
** მასალების მიმოსვლის კონტროლი;
** სამუშაო ადგილზე წესრიგის დაცვა;
აუცილებელი უნარები:
** სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
** შრომისმოყვარეობა, ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე hitecogr@hitecogroup.com.ge და გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "საწყობის მენეჯერი".