კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში.კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი:ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა.სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები.მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.
კომპანია "ნავნე"აცხადებს ვაკანსიას მობილური აქსესუარების გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს თბილისში.
გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული (თითო გაყიდულ ნივთზე დამატებით საბონუსე სისტემა)
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა;
** მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოთი ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.