www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავეჯის ნახაზების სპეციალისტი
მომწოდებელი: სკალა
გამოქვეყნდა: 2 ივნისი / განცხადების ვადა: 2 ივლისი

კომპანია "სკალა" 1995 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის სფერო დიზაინი და ავეჯის წარმოებაა. ჩვენი ჯგუფის მთავარი სიძლიერე პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმია.

ვეძებთ გუნდის წევრს ავეჯის ნახაზების მომზადებისათვის 3 CAD პროგრამაში, რომლის შესწავლასაც უზრუნველვყოფთ ადგილზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ხელფასი: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი ყველა პროექტზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ნახაზების განხილვა დიზაინერთან;
** ტექნიკური განდეტალების გაკეთება;
** კონსტრუქციული გათვლა;
** 3 CAD პროგრამაში დეტალიზირებული ნახაზების მომზადება წარმოებისთვის;
** სამუშაოს შესრულების ზედამხედველობა;
** პროექტის განფასება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** AUTOCAD პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** 3 CAD პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ხის, მდფ, ლამინატის და ასევე ქართულ ბაზარზე არსებული მასალების და ფურნიტურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (EXCEL).

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: khvedeliani.k@gmail.com

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |