www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების კონსულტანტი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 2 ივნისი / განცხადების ვადა: 2 ივლისი

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების კონსულტანტის პოზიციაზე ზემო იმერეთში.

სამუშაო ადგილი: ცაგერი, ამბროლაური, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული

"კრედო ბანკი" 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემო;
** პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
** კორპორატიული ღონისძიებები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში. #გახდიკრედოელი

სამუშაო აღწერილობა:

** სერვისცენტრში შემოსული კლიენტების დახმარება და გადამისამართება შესაბამის პირებთან;
** კლიენტებისა დახმარება სწრაფი გადახდის აპარატებთან;
** სერვისცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრებისა და განრიგის შედგენის უზრუნველყოფა;
** სერვისცენტრში არსებული მარაგების კონტროლი, აღრიცხვა და შეკვეთა;
** სერვისცენტრში წესრიგისა და სისუფთავის დაცვის მონიტორინგი, დამლაგებლის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინირება;
** კლიენტის პერსონალური მონაცემებისა და ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ეფექტური ზეპირი საკომუნიკაციო უნარი ქართულ ენაზე;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** აუცილებელია კომუნიკაბელურობა და კლიენტების მიმართ პოზიტიური განწყობა;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** განვითარების მაღალი მოტივაცია.

დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნე ელფოსტაზე: cv@credo.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მომსახურების კონსულტანტი ცაგერში".

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |