www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამაცივრე-საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 2 ივნისი / განცხადების ვადა: 2 ივლისი

შპს "G&A Group"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს და "ხინდა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას თბილისში სამაცივრე-საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: მაღალი
ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი

მოთხოვნები:

** მენეჯერული გამოცილება მინიმუმ 3 წელი;
** საწყობში მუშაობის გამოცილება;
** 1C-WMS პროგრამის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში მიმდინარე პროცესების კონტროლი, პროდუქციის მიღება-გაცემის უზრუნველყოფა;
** მიღებული პროდუქციის აღრიცხვა, დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება, ტვირთების დასაწყობების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** საწყობში არსებული პროდუქციის კონტროლი და აღრიცხვა;
** სასაწყობე ნაშთების პერიოდული კონტროლი/აღრიცხვა;
** კლიენტებთან ურთიერთობა;
** გაცემის პროცედურის დაცვა FIFO პრინციპის შესაბამისად;
** საწყობის საერთო მოწესრიგებულობის (პროდუქციის, იდენტიფიცირება, განთავსება, ვადებისა და მარკირებების კონტროლი, ჩამოსაწერი და ვადაგასული პროდუქტების იდენტიფიცირება, განცალკევება და დროული გატანა საწყობიდან შესაბამისი პროცედურის დაცვით), ჰიგიენური მდგომარეობის, კლიმატური პირობების, დანადგარების კონტროლი და შეუსაბამობების აღმოჩენისას შესაბამისი სამსახურების ინფორმირება პრობლემის აღმოფხვრის ღონისძიებების ჩასატარებლად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A Group"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A Group"-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A Group"-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A Group"-ისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "G&A Group"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს "G&A Group"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |