სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური რეზერვის პოზიციაზე ზემო იმერეთში.
სამუშაო ადგილი: ზესტაფონი
"კრედო ბანკი" 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები.
პოზიციის მიზანი:
უნივერსალური მოლარის რეზერვი პასუხისმგებელია სს "კრედო ბანკის" სერვის ცენტრებში ნაღდი ფულისა და ფასეულობის (ეროვნული და უცხოური ვალუტა) მიღება / გაცემაზე, უნაღდო ოპერაციებსა და კლიენტების სხვადასხვა მომსახურებაზე, ბანკის პოლიტიკების და პროცედურების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** ფულადი შენატანების მიღება ორგანიზაციის კლიენტებისგან;
** თანხების გაცემა ორგანიზაციის კლიენტებზე;
** სწრაფი ფულადი გზავნილების გაგზავნა/განაღდება;
** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
** უცხოური ვალუტის ნაღდი ფულით კონვერტაციის ოპერაციები;
** საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
** ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
** ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
** ახალი კლიენტის რეგისტრაცია;
** კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
** კლიენტის მონაცემების რედაქტირება და სავალდებულო განახლება;
** ანგარიშის გახსნა და ვალუტის დამატება;
** კლიენტის მოთხოვნით ანგარიშის ამონაწერის მომზადება;
** ერთი კლიენტის ანგარიშებს შორის გადარიცხვის მომსახურება (ლარი და უცხოური ვალუტა); ∙ კრედო ბანკის კლიენტებს შორის გადარიცხვის მომსახურება (ლარი და უცხოური ვალუტა);
** კრედო ბანკთან ანგარიშსწორების ოპერაციების შესრულება;
** გარე სალარე/საბიუჯეტო გადარიცხვების მომსახურება;
** უცხოური ვალუტის კონვერტაციის ოპერაციები უნაღდო ანგარიშსწორებით;
** ანაბრების გახსნა და შევსება;
** MasterCard ბარათის განაცხადის რეგისტრაცია (Standard და უსახელო)
** უსახელო MasterCard ბარათის გაცემა;
** Mycredo ინტერნეტ-ბანკის რეგისტრაცია, იუზერის აღდგენა
** სმს პაკეტის რეგისტრაცია;
** გზავნილის განაღდება Myredo-ს მეშვეობით
** სხვადასხვა საკომისიოს დაკავების ოპერაციები;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
** უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება;
** სავალდებულოა საბანკო სფეროში ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პოზიტიური კომუნიკაციის უნარი
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** სრულყოფილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული სასურველია;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: cv@credo.ge. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.