შპს "რან დელივერი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კურიერი საკუთარი მანქანით.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
ანაზღაურება: 1000 ლარი ხელფასი + ბონუსები + საწვავი კომპანიის ხარჯით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ჩაიბაროს ამანათები სიის მიხედვით;
** ამანათის ადრესატთან მიტანამდე მოახდინოს კომუნიკაცია და შეათანხმოს ვიზიტი;
** უზრუნველყოს პროდუქციის დაზიანების გარეშე დროული ტრანსპორტირება ოფისიდან ადრესატამდე და პირიქით;
** უზრუნველყოს მიღება-ჩაბარებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის ჩაბარება;
** მოახდინოს ინფორმაციის სრულყოფილად გაცვლა კომპანიასა და მომხმარებლებს შორის;
** პასუხს აგებს კომპანიის ყველა მატერიალურ აქტივზე.
აუცილებელი მოთხოვნები/თვისებები:
** მსუბუქი გამართული ავტო-მანქანის ყოლა (მცირე წვის ძრავით)
** სმარტ ტელეფონის ქონა, რათა გამოიყენოს ნავიგაცია და რუკა;
** გამართული ტელეფონის ქონა, რათა მოახერხოს სამუშაო დღის დასრულება კომუნიკაციის წყვეტის გარეშე;
** ქალაქის უბნებისა და ქუჩების ცოდნა;
** პასუხისმგებლობიანი;
** დაკვირვებული;
** პუნქტუალური.
აუცილებელია:
** კანდიდატმა მიუთითოს საკუთარი ავტო მანქანის მარკა (საწვავის მოხმარება).
** სათაურის ველში მიუთითოს ვაკანსიის დასახელება.
პრიორიტეტად ჩაითვლება: CV-სთან ერთად წერილობით დართული მცირე ზომის სამოტივაციო წერილი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: rundelivery1@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.