შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია "ჯითექსი" დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სმენა: 10:00 - 18:30 სთ; 13:00 - 22:00 სთ.
ხელფასი: 1000 ლარი (NET) ფიქსირებული + ბონუსი.
დარბაზი და ლოჯისტიკა:
** დარბაზის მუდმივი შევსებისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა
** ფასების, ფასდაკლებებისა და ეტიკეტების შესაბამისობის კონტროლი
** დასაწყობება და საწყობის პერიოდულად მოწესრიგების უზრუნველყოფა
** ბრენდის ვიზუალის მიერ მოწოდებული სტანდარტების მიხედვით დარბაზში ახალი და ფასდაკლებული კოლექციის განლაგების უზრუნველყოფა
** კოლექციის მიღების პროცესების მართვა და შესაბამისი გუნდის კოორდინირებულად მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი
** მიღებული საქონლის ინვენტარიზაცია, სხვაობების გამოვლენა და მაღაზიის მენეჯერისთვის შესაბამისი ფაილის მიწოდება
** გასაგზავნი/მიღებული ტრანსფერის მარაგის მომზადება (აღწერა)
გაყიდვები და სერვისი:
** თანამშრომლების მხრიდან მომხმარებელთან კომუნიკაციის კონტროლი
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა შესაბამისი სერვისის/გაყიდვების ტექნიკების საშუალებით
** უკმაყოფილო მომხმარებელთან კომუნიკაციაში აქტიური ჩართვა
მართვა და ადმინისტრირება:
** გუნდის დატრეინინგების უზრუნველყოფა (პროდუქციის, მომსახურების, მერჩენდაიზინგის სტანდარტების გაცნობა)
** გუნდის მოტივირება და მხარდაჭერა საერთო მიზნის მისაღწევად
** გუნდის მართვა და ყოველდღიური დავალებების სათანადოდ დელეგირება
** ჩექლისტის საფუძველზე მაღაზიის ყოველდღიური კონტროლი
ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატი:
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში (სასურველია, ტექსტილის მიმართულებით);
** აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო, გამოყენების დონეზე (Ms Word, Excel);
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე);
შერჩევის ეტაპები:
** მიღებული რეზიუმეების გადარჩევა (გადარჩეულ კანდიდატებზე მოხდება მენეჯერებისგან რეკომენდაციის მიღება);
** სიტუაციური ტესტი;
** გასაუბრება (HR მენეჯერთან, საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელთან და ბრენდ მენეჯერების ხელმძღვანელთან);
ვაკანსიით დაინტერესებულებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gtex.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სუპერვაიზერი".
წარმატებებს გისურვებთ!