შპს "მოსმიერი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე თბილისში.
დეპარტამენტი: სასმელებისა და კვების დეპარტამენტი
მოახსენებს: ზედამხედველს/მენეჯერს
ხელფასი: 800-დან 1000 ლარამდე, გამოცდილების მიხედვით
სტანდარტული ვალდებულებები:
შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები და ვალდებულებები სრულყოფილად, დროულად და ხარისხიანად.
ძირითადი მოვალეობები:
** მოამზადოს რესტორნის ტერიტორია სტუმრების მისაღებად. დარწმუნდეს, რომ მაგიდები გაწყობილია და მარაგშია დამატებითი ჭურჭელი;
** სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მოემსახუროს სტუმრებს;
** მიიღოს და განათავსოს ჯავშანი რესტორნის მაგიდებზე; (დარწმუნდეს, რომ ყველა შეკვეთა შეყვანილია სისტემაში, ანგარიშები გადახდილია ნაღდი ფულით ან ბარათით, ან დარიცხულია სტუმრის ანგარიშზე);
** იზრუნოს მაგიდების დასუფთავებასა და ხელახლა განწყობაზე; რეგულარულად შეაგროვოს გამოყენებული ჭურჭელი; სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, შეასრულოს დასუფთავების ვალდებულებები;
** გაყიდვების შესაბამისი უნარის გამოყენებით, აქტიურად მოახდინოს სასმელებისა და საკვების რეალიზაცია;
** იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკთან, საჭიროების შემთხვევაში შეძლოს დამატებითი ფუნქციის შეთავსება;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: n.ubilava@mosmieri.ge
შპს "მოსმიერის" ხელმძღვანელობა იტოვებს უფლებას დაამატოს/შეცვალოს პუნქტები ზემოთმოყვანილ აღწერილობაში. ამ აღწერილობის მიხედვით მოხდება შეფასება და დაისახება მიზნები, რომ თანამშრომლებს მიეცეთ სამუშაოს უკეთესად შესრულების შესაძლებლობა.